VAR-ი საქართველოს ნაკრების თამაშზე და ერთა ლიგის პლეი-ოფში

ერთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე, სადაც საქართველოს ნაკრები ბელარუს დაუპირისპირდება, ვიდეორეფერი იმუშავებს. აღნიშნული ინფორმაცია უეფას ვებგვერდმა დაადასტურა.

ერთა ლიგაზე VAR-ის სისტემა მარტის თვეში გასამართი პლეი-ოფებიდან დაინერგება და 2020-2021 წლების სეზონშიც გამოიყენებენ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების თამაშს VAR-ი პირველად მოემსახურება.

შეგახსენებთ, რომ საქართველო – ბელარუსის მატჩი 2020 წლის 26 მარტს გაიმართება, ხოლო გამარჯვებული ფინალში ჩრდ. მაკედონია – კოსოვოს წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.