CNN: პუტინის ჯინაზე, ეწვიეთ საქართველოს

“პუტინის ჯინაზე, ეწვიეთ საქართველოს”, – ამ სათაურით სტატიას CNN აქვეყნებს

“ძვირფასო მოგზაურებო, ღვინის მოყვარულებო, დამსვენებლებო, სანაპირო დასვენების მოყვარულებო, რომანტიკოსებო, ისტორიკოსებო, თუ ვინმე ეძებთ თავგადასავალს, თქვენ საქართველოს სჭირდებით. ახლა სწორედ ის დროა, რომ შავი ზღვის ეს პატარა ერი იხილოთ, რომელიც რუსეთსა და თურქეთს შორის მდებარეობს. ისინი კი, ვინც უკვე იყვნენ, დროა ქვეყანაში დაბრუნდნენ“,- წერს CNN-ი.

“თბილისში გამართული საპროტესტო აქციების საპასუხოდ, პუტინი ცდილობს, დასაჯოს და დაამარცხოს ქართველი ხალხი იმისთვის, რომ ისინი ხელისუფლებას სიმართლეს ეუბნებიან“,- წერია სტატიაში. ამავე ცნობით, კრემლის ლიდერს ეშინია საპროტესტო მუხტი რუსეთშიც არ გავრცელდეს.

“საქართველოს ოკუპაციის ისტორია მტკივნეული, მამაცი და ხანდახან მწარეა. მაგრამ ეს არის ის, რაზეც ქართველი ხალხი დღეს გამოხატვის თავისუფლების წყალობით ღია დებატებს მართავს. ეს თავისუფლება პუტინს უფრო მეტად აშინებს, ვიდრე ნებისმიერი ჯარი“,- წერს CNN-ი.

   
    Share    |                   
       
error: Content is protected !!