1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმიდან 29 წელი გავიდა

საქართველოში პირველი რეფერენდუმის ჩატარებიდან 29 წელი გავიდა და ეს დღე, როგორც უმნიშვნელოვანესი თარიღი, ქვეყნის ისტორიაში შევიდა.

სწორედ ამ რეფერენდუმმა აღადგინა 1921 წელს რუსეთის ჯარების საქართველოსთვის წართმეული დამოუკიდებლობა. 9 აპრილს უმაღლესი საბჭოს სესიაზე მიიღეს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი. 1991 წლის 5 აპრილს გამოქვეყნდა რეფერენდუმის შემაჯამებელი შედეგები.

რეფერენდუმის იდეა, ინიციატივა და ორგანიზება ეკუთვნოდა საქართველოს პირველ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას, რომელიც დღეს 81 წლის გადხებოდა.