უკრაინის რადამ პედოფილების ქიმიური კასტრაციის შესახებ კანონი მიიღო

უკრაინის რადამ რიგგარეშე სხდომაზე მიიღო კანონი, რომელიც პედოფილების ქიმიურ კასტრაციას გულისხმობს. ასევ კანონში შესული ცვლილებების თანახმად, შეიქმნება საჯარო რეესტრი, რომელშიც წარმოდგენილი იქნება სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩამდენი პირების შესახებ ინფორმაცია.

კანონის მიხედვით ქიმიური კასტრაცია არ ჩაუტარდება კანონის დამრღვევ 18 წლამდე მიუღწეველ პირს და ასევე 65 წელს გადაცილებულ პირს. ახლა დოკუმენტი ძალაში  შევა  უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის ხელმოწერისთანავე.

ქიმიური კასტრაციის შესახებ კანონს ივნისის თვეში ხელი მოეწერა ასევე ალაბამის შტატში (აშშ) , რომლის მიხედვითაც პედოფილებს ციხის დატოვებამდე ქიმიური კასტრაცია ჩაუტარდებათ. კანონი იმ პატიმრებზე გავრცელდება, რომლებიც 13 წლამდე ასაკის ბავშვებზე სექსუალურ ძალადობისთვის არიან გასამართლებულნი. ისინი იძულებულები იქნებიან ციხის დატოვებამდე მიიღონ მედიკამენტები, რომლებიც ტესტოსტერონისა და სხვა ჰორმონების გამომუშავებას აჩერებს.

სასამართლო ინდივიდუალურად გადაწყვეტს, როდის აღარ იქნება ამ პროცედურის შესრულება კონკრეტული ადამიანისთვის საჭირო.  თუ დამნაშავე მედიკამენტების მიღებაზე უარს განაცხადებს, მაშინ მას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დააბრუნებენ. მსჯავრდებულები მედიკამენტების მიღებას ციხის დატოვებამდე ერთი თვით ადრე დაიწყებენ და იქამდე განაგრძობენ, სანამ ამას მოსამართლე მიიჩნევს საჭიროდ.  მსგავსი კანონი კალიფორნიის, ფლორიდისა და ლუიზიანის შტატებშიც მოქმედებს იმ განსხვავებით, რომ მსჯავრდებულებს უფლება აქვთ თვითონ აირჩიონ კასტრაციის ფორმა.

   
    Share    |                   
       
error: Content is protected !!