საფრანგეთში საპენსიო რეფორმა 500 ათასზე მეტმა ადამიანმა გააპროტესტა

საფრანგეთში საპენსიო რეფორმის საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობა 700-მა ათასმა ადამიანმა მიიღო.

დემონსტრაციები ქვეყნის 40 ქალაქში გაიმართა. პარიზში აქციაზე 200 000 ადამიანი გამოვიდა. ნაწილმა ვიტრინები ჩაამსხვრია და პოლიციელებს ტროტუარის ქვები დაუშინა, რის გამოც სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

მოქალაქეები რეფორმას საყოველთაო გაფიცვითაც აპროტესტებენ, რის გამოც პარიზში მუნიციპალური ტრანსპორტი პარალიზებულია, არ მუშაობს მეტრო და რკინიგზა, დახურულია ეიფელის კოშკი.