საფრანგეთის ალპებში რუსი ჯაშუშების ბაზა იპოვეს

15 რუსი ჯაშუში საფრანგეთის ალპებს მთელ ევროპაში ოპერაციების ჩასატარებლად თავის ბაზად იყენებდა. ისინი რუსული „გრუს“ ელიტური ქვედანაყოფის თანამშრომლები არიან, რომლებიც პასუხისმგებლები არიან შეკვეთილ მკვლელობებზე, საბოტაჟის აქტებსა და ე.წ. „მკვდარ საფოსტო ყუთებზე“, რომელსაც საიდუმლო აგენტები ინფორმაციის გასაცვლელად იყენებენ.

ერთ-ერთი ჯაშუში დიდი ალბათობით 2018 წელს დიდ ბრიტანეთში ყოფილ რუს ჯაშუშ სერგეი სკრიპალსა და მის შვილზე თავდასხმასთან არის დაკავშირებული. დასავლური სპეცსამსახურები რუსი ჯაშუშების ამ ჯგუფის კვალზე სწორედ სკრიპალების თავდასხმის გამოძიების ფარგლებში გავიდნენ.