საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

პოლიციამ წლის დასაწყისიდან დღემდე 10 კილოგრამამდე ჰეროინი ამოიღო

მიმდინარე წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ამოღებულია: 10 კილოგრამამდე „ჰეროინი”, 1 კილო და 200 გრამი „კოკაინი”, 650 აბი „სუბუტექსი” და „სუბოქსინი”, 1000 აბზე მეტი „ექსტაზი“, 150 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება და 100 გრამი ფსიქოტროპული პრეპარატები. 2019 წლის 1 იანვრიდან დღემდე, პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში 275 პირი მისცა.

   
    Share    |                   
       
error: Content is protected !!