საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

პატრიარქის მთავარსტიქაროსანი გარდაიცვალა

,,საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სტიქაროსნების” მიერ Facebook-ზე გავრცელებული  ინფორმაციით საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის მთავარსტიქაროსანი ლევან ბორტიშვილი გარდაიცვალა.

გარდაიცვალა უწმინდესის მთავარსტიქაროსანი ლევან ბორტიშვილი ჩვენი ძმა, საქართველოს სახელმწიფოსა და ეკლესიის ღირსეული შვილი. ვუსამძიმრებთ ლევანის გარდაცვალებას ოჯახს, მის უწმინდესობას, მეგობრებსა და ყველა იმ ადამიანს, ვისაც გული ატკინა ლევანის გარდაცვალებამ.

უფალმა ნათელი დაუმკვიდროს მის ლამაზ სულს იქ სადაც ყოველი მართალნი განისვენებენ 😢😢😢😢

   
    Share    |                   
       
error: Content is protected !!