ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილ ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა

ლუგარის ლაბორატორიის ტესტით, ოკუპურებული აფხაზეთიდან გუშინ გადმოყვანილ ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა, – ამის შესახებ „ტვპირველის“ ეთერში ზუგდიდის ინფექციური კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, ნოდარ ჩიქოვანმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

საქართველოში კორონავირუსი 103 ადამიანს დაუდასტურდა. ბოლო მონაცემებით გამოჯანმრთელებულია – 20 პაციენტი.