საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

„მწვანე ხაზები“ ახალი საკანონმდებლო ინიციატივა

მამუკა მდინარაძე და კახა კუჭავა ახალი საკანონმდებლო ინიციატივით „მწვანე ხაზები“ გამოდიან, რომელიც იმ კანონის გამკაცრებას გულისხმობს, რომელიც რეკრეაციულ ზონებში სამშენებლო აქტივობებს არეგულირებს.

ამ ინიციატივის თანახმად, მწვანე ხაზებით შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე აიკრძალება ყველა ტიპის კაპიტალური მშენებლობა. კანონის დონეზე მთელი ქვეყნის მასშტაბით დაცული იქნება ქალაქის სტატუსის მქონე დასახლებებში არსებული ბაღები, სკვერები და პარკები, რომელთა კოორდინატები პირდაპირ მითითებული იქნება კანონში, რაც სიახლეა და აქამდე გათვალისწინებული არ იყო. ცვლილებები ამ კანონში განხორციელდება პერიოდულად და ეტაპობრივად დაემატება ტერიტორიები, რომელთან დაცვა ქალაქების გამწვანების შესანარჩუნებლად სასიცოცხლო მნიშვნელობისაა.

   
    Share    |                   
       
error: Content is protected !!