მოქალაქეები სატელევიზიო ამინდის პროგნოზებში ხაშურის დაბრუნებას პეტიციით ითხოვენ

პეტიციაში, რომელიც გიორგი ჩუბინიძის მიერაა  შექმნილი, მოქალაქეები კომუნიკაციების ეროვნული კომისიას პეტიციით მიმართავენ

ხაშურის მუნიციპალიტეტი საქართველოს ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. ქალაქი ხაშური კი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი და საავტომობილო და სარკინიგზო კვანძია.  აქაა განაწილებული  აღმოსავლეთ, დასავლეთ და სამრხრეთ საქართველოსაკენ მიმავალი გზები. მუნიციპალიტეტში ცხოვრობს 56000 მოქალაქე, შესაბამისად მნიშვნელოვანია აქ მცხოვრებლებსა და ამ გზებით მოსარგებლე მოქალაქეებს,  სატელევიზიო ეთერით მიეწოდოს ამინდის პროგნოზი ისევე, როგორც საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებს.

ხაშურის პროგნოზი პერიოდულად იყო სატელევიზიო ეთერში. ამჟამად არცერთი ტელევიზია არ გვიჩვენებს.

ამიტომ მოვითხოვთ ხაშურის ამინდის პროგნოზში მოხსენიება ტელევიზიებისთვის სავალდებულო იყოს.

ამ ეტაპისთვის დოკუმენტზე რომელზეც ხელის მოწერა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ხელმომწერთა რაოდენობა 113 შეადგნეს.