მომღერალი მარი ფრედრიკსონი გარდაიცვალა.

9 დეკემბერს ჯგუფის Roxette ვოკალისტი, მომღერალი მარი ფრედრიკსონი გარდაიცვალა. ის 61 წლის იყო. შვედური პოპპროექტი, რომელსაც სახელი ფრედრიკსონმა გაუთქვა, 1986 წელს შეიქმნა. მას შემდეგ ჯგუფმა ბევრი სიმღერა გამოუშვა, თუმცა ყველაზე ცნობილი მსმენელისთვის მაინც ბალადები აღმოჩნდა.