საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მიხეილ სააკაშვილი თავის მმართველობაზე: ეს იყო ყველაზე საამაყო 9 წელი

მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში დღევანდელ დებატებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

„ეს რა სამარცხვინო მარიონეტების თეატრია პარლამენტში…დღეს ასე ასჯერ ახსენეს ჩემი სახელი სასამართლოსთან მიმართებაში და თითქმის არ ახსენეს ამ თოჯინების თეატრის დირექტორის სახელი.

რა კობახიძე, რა მურუსიძე, მდინარაძე და სხვა ბურატინოები, რა მალვინა ბესელია, კარაბას-ბარაბასია მოსაშორებელი. და თუ რომელიმე ჩემი თანამებრძოლი კომპლექსდება “9 წლით” მინდა მეათასედ გავიმეორო – ის იყო ყველაზე საამაყო 9 წელი საქართველოს უახლოეს ისტორიაში!

ის, ვინც მშვიდად უყურებს აღმშენებლობის 9 წლის ნგრევის და უბედურების წლებად გამოცხადებას, იმას მე პირადად, ჩემს თანამებრძოლად ვერ ჩავთვლი“, – წერს სააკაშვილი.

   
    Share    |                   
       
error: Content is protected !!