საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

კახა არცივაძე: თუ სერიოზული იოკოძუნების ჯახი წავიდა, ო აი მაშინ ეჭვი მაქვს მოსკოველი ძიუდოისტის ინტერესებიც უნდა ტრიალებდეს ამ საქმეში.

მოკლედ ბაკნიდან ფეხგამოყოფილი კუსი არ იყოს და ერთი პენალი მეც დამარტყმევინეთ TBC-ის კარებში.

მე ასე მგონია, რომ ხაზარაძემ თავი მძიმე წონის მოჭიდავედ (აი კარგი სუმოისტები, რომ არიან ისეთად) ჩათვალა. ამიტომ ანაკლიის პორტის განვითარება დამოუკიდებელი ძალებით დაიწყო. ეტყობა ინვესტორებიც იპოვნა (თავისზე მძიმე წონის ფალავნები), ხოლო მთავრობაში სიტუაცია კვირიკაშვილთან გააიასნა. რაც მთავარია წილებიც გაანაწილა. ცხადია კვირიკაშვილს და საძმაკაცოს რაღაც გადაუგო.

მერე ბატონმა ბიძინამ გაიგო ეს ამბები. კვირიკაშვილი ტატამზე დაიბარა და როგორც სუმოს მძიმეწონიან მოჭიდავე ჩემპიონს (იოკოძუნას) ეკადრება, ეს შენი კვირიკაშვილი ტრიბუნებში მოისროლა.

გახსოვთ ალბათ ივანიშვილმა ინტერვიუში, რომ აღნიშნა “კვირიკაშვილს გადადგომა მოვთხოვე, ხალხი აღარ გენდობაო და ასე მითხრა ანაკლიის პორტის სიტუაციას დავალაგებ და გადავდგებიო. მერე მეორეჯერ ვუთხარი და ისევ იგივე მითხრაო, ვალაგებ ვალაგებო.
რა ვერ დაალაგა ამდენი ხანიო?”.

მოკლედ ახალა ეს ჩვენი ახლად წამოყვინჩილებული ოზეკი ხაზარაძე (სუმოს ტერმიანია, აი ჩემპიონი რომ არ არის, მაგრამ უკვე ძალიან მაგარია ჩვენი ქართველი ტოჩინოშინივით და იოკოძუნობას უმიზნებს) ტატამიზე დაიბარა. ბიძინა უფრო მძიმე წონიანი სუმოისტი აღმოჩნდა.

დამარცხებულ ხაზარაძეს ჩაჩოჩება მოსთხოვეს. ეს უარზე წავიდა, წილები განაწილებულია და ნამცხვარი რაც იყო უკვე გავინაწილეთო. მერე ბატონი ბიძინა რისი იოკოძუნა იქნებოდა მოწინააღმდეგეს მოხრჩობა, რომ არ ეხერხებოდეს? აიღო მთელი პროექტი მიუხრჩო, TBC ბანკიანად.

ამ აბებზე უკვე ლონდონელი იოკოძუნები აჩოჩქოლდნენ. ხაზარაძეს უთხრეს ჩვენ ბიძინა გვკიდია, მაგაზე მძიმე წონიანი სუმოისტები ჩვენ ვართ, შენ ჩაიჩოჩეო. ხო და ხაზარაძემაც ჩაიჩოჩა.

ხო და აწი ვნახოთ.
თუ სიამტკბილობით გაგრძელდება მთელი ეს ანაკლიის ბაშო მაშინ გამოდის, რომ ფულის წილების ამბები იყო.

ხოლო თუ სერიოზული იოკოძუნების ჯახი წავიდა, ო აი მაშინ ეჭვი მაქვს მოსკოველი ძიუდოისტის ინტერესებიც უნდა ტრიალებდეს ამ საქმეში.

ასე მგონია მე!

   
    Share    |                   
       
error: Content is protected !!