ვლადიმერ პუტინი საქართველოსთვის სანქციების შემოღების წინააღმდეგია

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მიიჩნევს, რომ ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემიდან გამომდინარე და რუსულ-ქართული ურთიერთობების შენარჩუნების მიზნით საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღება არ ღირს. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

„რაც შეეხება საქართველოს წინააღმდეგ სხვადასხვა ტიპის სანქციებს, ამ ნაბიჯს ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემიდან გამომდინარე არ გადავდგამთ. გამოვიდა ერთი ადამიანი, რაღაც თქვა, საკუთარი თავი წარმოაჩინა. ადრე მას არავინ იცნობდა, ახლა კი ყველა მის საქციელზე ლაპარაკობს, ანუ მიზანი მიღწეულია. ჩამოაშორეს მუშაობას ორი თვით, დაისვენებს, დაბრუნდება და მუშაობას განაგრძობს, მაგრამ საქართველოში არსებობს ხალხი, ვინც ამას აპროტესტებს“, – განაცხადა პუტინმა.

   
    Share    |                   
       
error: Content is protected !!