საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ეკა ბესელია: ჩვენ რომ ,,ნაციონალურ მოძრაობას“ ვებრძოდით კობახიძე გოგლიმოგლს მიირთმევდა და ჭუჭრუტანიდან გვიყურებდა, გავუძლებდით, გადავრჩებოდით თუ არა

„ჩვენ რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ვებრძოდით და ვიდექით ტყვიების ზუზუნში, ამ სიტყვებს ავტორი გოგლიმოგლს მიირთმევდა და ჭუჭრუტანიდან გვიყურებდა, გავუძლებდით, გადავრჩებოდით თუ არა. აი, გოგლიმოგლზე გაზრდილი პატარა ბიჭები რომ თავს უფლებას აძლევენ და ასეთი ტონით ლაპარაკობენ, ამის პასუხს მიიღებს ახლა ჩემს ბოლო დასკვნაში. თქვენ ნახავთ იმ პასუხს, რასაც ის მიიღებს და ის როგორი პარლამენტის თავმჯდომარე იქნება და პარლამენტის როგორი თავმჯდომარე იქნება ამ ნაბიჯების მერე, ამ პასუხებს მოისმენს ისიც და საზოგადოებაც,“

„ადამიანი, რომელიც მიიჩნევს, რომ გუშინ რომ ბოროტებას ჩადიოდნენ, დღეს კეთილად გასხივოსდნენ, ეს ადამიანი მორალურად ზუსტად იქ დგას, სადაც იდგნენ ის ადამიანები, ვისაც ჩვენ ვებრძოდით… გაბედა და თქვა იმ ადამიანმა, ვისაც არ აქვს მორალური უფლება, ილაპარაკოს ჩვენი მისამართით და რატომ არ აქვს მორალური უფლება კონსტიტუციის მიღების დღეს ასე ილაპარაკოს, ამას ტრიბუნიდან შევახსენებ,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.

   
    Share    |                   
       
error: Content is protected !!