ევროკავშირი ბაზარზე Facebook-ის კრიპტოვალუტას არ დაუშვებს

Facebook-ი კრიპტოვალუტა Libra-ს გამოშვებას 2020 წლიდან გეგმავს, თუმცა ევროკავშირის ბაზარზე მისი გამოყენება არ მოხდება

ევროკომისიის გადაწყვეტილებით, Libra-სთან დაკავშირებით ყველა იურიდიული პროცესი უნდა დასრულდეს და არსებული რისკები შეფასდეს.

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ვალდის დომბროვსკის განცხადებით, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა საფრანგეთმა, გერმანიამ და მალტამ  კრიპტოვალუტების რეგულირების ნაციონალური კანონპროექტები წარადგინეს. თუმცა მხარეები თანხმდებიან, რომ ამ სეგმენტს რეგულირება საერთო ევროპული სტანდარტებით სჭირდება.

Facebook-მა ივნისში განაცხადა, რომ შექმნა საკუთარი კრიპტოვალუტა ლიბრა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება საერთაშორისო ფულადი გადარიცხვები და ონლაინშოპინგი.