გიორგი გახარია: ხვალ დილის 08:00 საათიდან, ფაქტობრივად, საყოველთაო კარანტინი დაწესდება

ბოლოდროინდელი მოვლენები ცხადყოფს, რომ, სამწუხაროდ, ყველა მოქალაქეს არ აქვს ბოლომდე გათვითცნობიერებული მდგომარეობის სიმძიმე და თითოეული ჩვენი მოქალაქის წინაშე არსებული რისკები. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვცდილობთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გამკაცრების ღონისძიებებით ეკონომიკას მინიმალური ზიანი მივაყენოთ, რამეთუ ჩვენ ეკონომიკა უნდა შევინარჩუნოთ, მაგრამ ის დამოკიდებულება, რომელსაც ჩვენ საქართველოს ქალაქებში ვხედავთ, არის მიუღებელი.

ხვალ დილის 8 საათიდან ფაქტობრივად, დაწესდება საყოველთაო კარანტინი. სრულიად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი, გადაადგილება როგორც ქალაქებსა და მუნიციპალიტეტების შიგნით, ასევე ქალაქებს შორის. დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით, მათ შორის ტაქსით მგზავრობა, მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით.

1. ხვალ, დილის 08:00 დან
სრულიად იკრძალება ნებისნიერი საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება.
დაშვებულია მხოლოდ მსუბუქი აბტომობილით ან ტაქსებით გადაადგილება, სადაც, უნდა იყოს არა უმეტეს 3 ადამიანისა (მძღოლის ჩათვლით)

2. იკრძალება სამზე მეტი ადამიანის შეკრება

3. მაღაზიებში ვიზიტისას, უნდა იყოს დაცული 2 მეტრის დისტანცია

4. 70 წელზე ზემოთ მოქალაქეების სახლისან გასვლა აკრძალულია, თუ ისინი არ მიდიან სასურსათო მაღაზიაში, აფთიაქში ან კლინიკაში

5. 21 საათიდან დილის 6 საათამდე იკრძალება ნებისმიერი გადაადგილება. ცხადდება ე.წ. საკომენდატო საათი

6. ამ პირობების მონიტორინგისთვის მოეწყობა საკონტროლო პუნქტები საქართველოს ქალაქებში, რომელსაც შსს და თავდაცვის უწყებები გააკონტროლებენ

7. ნებისმიერ მოქალაქეს, გადაადგილებისას თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.