“გავრილოვის ღამის” გამო ბურჯანაძე რუსებს ბოდიშს უხდის

ნინო ბურჯანაძემ რუსებს ე.წ. გავრილოვის ღამის გამო ბოდიში მოუხადა

„არ მეშინია, ბოდიში მოვიხადო ამ ამაზრზენი ინციდენტის გამო. ბოდიში, რომ საუბარი შეგაწყვეტინეთ, თუმცა გაგრძელების საშუალებას არ მოგცემთ, ვიდრე ბოდიშს არ მოვიხდი. რადგან მივიჩნევ, რომ ეს პირველ რიგში ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს შეურაცხყოფა იყო,“ – აღნიშნა „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა.

კოსაჩოვმა, თავის მხრივ, ბოდიშისთვის ბურჯანაძეს მადლობა გადაუხადა.