საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ბექასთვის/4Beka – ისევ, მხოლოდ კარგი ამბები!

📢📢📣 ისევ, მხოლოდ კარგი ამბები!

❗️„შებას“ კლინიკაში დანიშნულმა თებერვლის გეგმიურმა შემოწმებამ კარგად ჩაიარა!

‼️კომპლექსურმა ანალიზებმა მოსალოდნელზე უკეთესი შედეგები გვიჩვენა!

‼️ბექა ჯანმრთელადაა და საკუთარ მშობლებთან და და-ძმებთან ერთად უკვე თბილისში აგრძელებს რეაბილიტაციას!

ეს შედეგი თითოეული თქვენგანის დიდი დამსახურებაა!

კიდევ ერთხელ ვეებერთელა მადლობა ბექას უკლებლივ ყველა გულშემატკივარს!

📢 📢 📢 და ახლა კიდე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ გვინდა გიამბოთ.

– „ბექას ფონდი“, რომელიც იმთავითვე ბექას მკურნალობისთვის საჭირო სახსრების შესაგროვებლად შეიქმნა, აგრძელებს საქმიანობას და მისი ძალისხმევა, ამ ეტაპზე, ონკო-ჰემატოლოგიური მოზარდი პაციენტების დახმარებისკენ იქნება მიმართული.

„ბექას ფონდის“ საქმიანობა გამჭვირვალობის საუკეთესო სტანდარტების დაცვით იქნება წარმოებული.

„ბექას ფონდის“ მიერ დაგეგმილი და განხორციელებული ყოველი აქტივობის შესახებ #ბექასთვის ფეისბუქ გვერდი დაწვრილებით ჩაგაყენებთ საქმის კურსში და დარწმუნებულები ვართ, ჩვენ ყველა ერთად კიდევ ბევრი კონკრეტული სიკეთის გაკეთებას შევძლებთ!

   
    Share    |                   
       
error: Content is protected !!