საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ანტალიაში ცხინვალის 5 ფეხბურთელი ქურდობისთვის დააკავეს

turkiyegazetesi.com–ის ინფორმაციით საფეხბურთო კლუბი ,,ცხინვალის” 5 ფეხბურთელი სავაჭრო ცენტრში ქურდობისთვის დააკავეს, შემთხვევა თურქეთის დროით 14:45 წუთზე მოხდა. მაღაზიის დახურვის შემდეგ კონსულტანტებმა აღმოაჩინეს რომ მათ სპორტული ფეხსაცმელი, შორტი, შარვალი და მსგავსი 9 ნივთი აკლდათ, რის შემდეგაც პოლიციას გამოუძახეს.

სამართალდამცავებმა, ადგილზე ვიდეოკამერები შეამოწმეს, სადაც დაფიქსირებული იყო ავტომობილი, რომლითაც ბელეკიდან ანტალიაში გადაადგილდნენ ქართველი ფეხბურთელები და სწორედ ავტომანქანის ნომრების წყალობით შეძლეს ეჭვმიტანილების დაკავება.  გამოცემა წერს, რომ  საუბარია ქართული კლუბის 5 ფეხბურთელზე  გიორგი ბ, კახა კ, პაპუნა მ, დათა ს. და გურამ მ.

 

 

 

 

   
    Share    |                   
       
error: Content is protected !!